Monday, July 16, 2012

პროექტის აღწერა


პროექტის სახელწოდება: ბანკი და სარგებელი
პროექტის მთავარი იდეა: საბანკო მომსახურეობის აღწერა და შედარება. მათთვის სასურველი ბანკის შერჩევა.
პროექტის აქტუალობა: ახალგაზრდების ინტერესის სფეროს წარმოადგენს საბანკო საქმე. 
პროექტის მიზნები: გამოიკვლიონ რომელი ბანკის მომსახურეობაა  ხელსაყრელი. 
მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი
ვადები / ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: გაეცნობიან საბანკო მომსახურებას, რომელ ბანკშია ანაბარზე მეტი სარგებელი და სესხის დაბალი პროცენტი, რთულ პროცენტს 
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი 
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად. კითხვარების შემუშავება; მოსწავლეთა ჯგუფების განაწილება ბანკების მიხედვით; ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით და უშუალოდ ბანკში მისვლით. პრეზენტაციის მომზადება. 
კითხვარი: 
1. რამდენი პროცენტი ერიცხება გრძელვადიან სესხს? 
2. რამდენი პროცენტი ერიცხება მოკლევადიან სესხს?
3. რა ტიპის ანაბრები არსებობს?
4. როგორია სარგებელი თითოეულ შემთხვევაში? 
5. რამდენ პროცენტს შეადგენს ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო?
6. რა თანხას შეადგენს საკომისიო მომსახურება?
7. როგორია ეროვნული ვალუტის კურსი უცხოურთან($ და €) მიმართებაში?
8. რამდენი პროცენტია დაზღვევა?
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა მათ.XI, მათ.XII
პროექტის ხელმძღვანელი:  ეკატერინე მარქარაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekaterinemarqarashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი:http://emarqa.blogspot.com/



















No comments:

Post a Comment